თავში

200-ლარიანი კომპენსაციისთვის ბიუჯეტში150 მილიონი ლარია გათვალისწინებული

კომპენსაციისთვის ​ბიუჯეტში150 მილიონი ლარია გათვალისწინებული
200-ლარიანი კომპენსაციისთვის ბიუჯეტში150 მილიონი ლარია გათვალისწინებული

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციისთვის 2021 წლის ბიუჯეტში150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

„აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით უნდა მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ტალღას იწყებს. პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა 1200 ლარს მიიღებს.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო.

რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6-თვიან 200-ლარიან დახმარებას, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს. დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და ამასთან, სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system