თავში

კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა
კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

“1 000-ზე მეტია უკვე იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც ისარგებლეს შეღავათით, ხოლო კომუნარულ შეთავათებზე უარი თქვა სამჯერ მეტმა, 3000-მა”, - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში(სემეკი) განუცხადეს.

ცნობისთვის, მოხმარებლებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმა შეუძლიათ, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამივე თვეზე - ერთიანად. 

სემეკში გვითხრეს, რომ მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია, პლატფორმა დიდი დატვირთვით მუშაობს, რაც ჩვენი მოქალაქეების მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

ხვალ, დღის ბოლომდე იმუშავებს ეს პლატფორმა. შემდეგი 4 დღე უკვე ეძლევათ კომპანიებს, იმისათვის, რომ პლატფორმის მეშვეობით გამოთქმული უარი ეგზავნებათ კომუნალურ კომპანიებს და 15 რიცხვისთვის ეს ბაზა უნდა დაიხუროს. ბაზაში იქნება მომხმარებლის 3 კატეგორია, ერთი - მომხმარებელი, რომელსაც ეხმარება სახელმწიფო, მეორე - მომხმარებელი, რომელსაც ეხმარებოდა სახელმწიფო და თქვა უარი და მათ უკვე დაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მესამე იქნება ის კატეგორია, რომელიც 200 კილოვატიან და 200 კუბურ მეტრიან ელექტროენერგიის და გაზის ზღავრში ვერ მოხვდა, ანუ უფრო მეტი ჰქონდა მოხმარებული“, - განუმარტეს report.ge-ს სემეკში.

უწყებაში აგვიხსნეს, რომ მარტის თვის შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. ზოგადად, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმისთვის მოქალაქეებს ყოველი თვის დასაწყისში 10-11 დღე ექნებათ.

შეგახსენებთ, უარი თქმის პლატფორმა სემეკში გუშინ ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ კომუნალური შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება სემეკ-ის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19 შეუძლიათ. 

ცნობისთვის, მთავრობამ მოსახლეობაზე კორონავირუსის ეკონომიკური ნეგატივის შესარბილებლად გადაწყვიტა სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებს კომუნალური გადასახადადები დაუფაროს.

ჩამოგეჭრათ თუ არა კომუნალურების გადასახადი, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ. ამის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი სემეკის ახალი პლატფორმაა, მას ენერგოკალკულატორის ფუნქციაც აქვს.




მისი თქმით, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system