თავში

კომუნალურებზე დისტანციური მომსახურებით 497 ათასმა პირმა ისარგებლა

​კომუნალურებზე დისტანციური მომსახურებით 497 ათასმა პირმა ისარგებლა
კომუნალურებზე დისტანციური მომსახურებით 497 ათასმა პირმა ისარგებლა

კომუნალური მომსახურებების დისტანციური საშუალებით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 497 ათასმა პირმა ისარგებლა. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი სერვისი - *303#, მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილური ტელეფონით მიიღონ კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია.

შეგახსენებთ, *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„*303# მომსახურებით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

ამ ეტაპზე *303# მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ მომხმარებლებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system