თავში

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 165 მილიონი ლარი გამოიყოფა

​კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 165 მილიონი ლარი გამოიყოფა
კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 165 მილიონი ლარი გამოიყოფა

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით 2021 სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში, 165 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსით - 105 მილიონი ლარით. სამინისტროს ასიგნებებს დაემატება პროგრამული კოდი - “კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ხელშემწყობი ღონისძიებები“.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს კოვიდ - 19-თან დაკავშირებული კომუნალური შეღავათების სუბსიდირების პროგრამას. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდი 60 მილიონი ლარით შემცირდება და 250 მილიონი ლარით განისაზღვრება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაჭავარიანმა ის კონკრეტული პროგრამები დაასახელა, რომელსაც კომუნალური ტარიფების სუბსიდირების მიზნით, თანხები მოაკლდება.

“მთავრობა მზად არის, დაასუბსიდიროს 300 კილოვატის მოხმარებამდე ოჯახები. ეს მოიცავს ოჯახების 95%-ს. ამის გარდა, ბიზნესიდან გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. აქ ვაპირებთ დავასუბსიდიროთ 50%, მთელი წლის განმავლობაში. წყლის გადასახადი მცირედით იზრდება, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაინც მტკივნეულია და ვაპირებთ შევეხიდოთ. ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ექსპერტების დათვლით 2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system