თავში

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 300 მილიონია მობილიზებული

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 300 მილიონია
კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 300 მილიონია მობილიზებული

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა.

მინისტრის თქმით, პროგრამისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში აისახება.

„პროგრამის ბიუჯეტის სავარაუდო მოცულობა ალბათ, 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ თბილი ამინდები გაგრძელდა, შესაძლოა ნაკლები თანხა დაგვჭირდეს. თანხის ნაწილი მიმდინარე წელს იქნება ათვისებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება  შეეხება 650 ათას ოჯახს. 

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system