თავში

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს

​კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძის განცხადებას პასუხობს.

ბექაურის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმა კომპანიამ – „თელიასონერამ“ და „ბილაინმა“ ქართული ბაზარი მისი თავმჯდომარეობის დროს დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გია ჯოხთაბერიძის ტყუილი კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედიამ სათაურში გაიტანა და გადამოწმების გარეშე ყალბი ამბის ტირაჟირებას ახდენს. სიმართლე კი ასეთია: ორი ე.წ.„ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი „თელიასონერაა“, მეორე კი – „ვიონი“, ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს. P.S. ხუთსაათნახევრიან საკომიტეტო მოსმენაზე ბევრმა მსგავსმა სიყალბემ გაიჟღერა. დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლები…“,- წერს ბექაური.

შეგახსენებთ, კომპანია „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე ამბობს, რომ კახა ბექაურს არასწორი კურსი აქვს, რაც კომუნიკაციების ბაზარს აზარალებს. ამის დასტურად ჯოხთაბერიძეს მოაქვს მაგალითი, რომ  კახა ბექაურის კომუნიკაციების კომიისის თავმჯდომარეობისას ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოს ბაზრის დატოვება.

„აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება საქართველოში. ორი უდიდესი კომპანიიდან, ერთი (ჯეოსელი), რომელიც შეიძინა სილქნეტმა. მეორე კომპანიას, ბილაინს უნდა გასვლა იმიტომ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა, მაგრამ ვერ ყიდის, მყიდველი ვერ იპოვა. თქვენ კიდევ ფიქრობთ ვირტუალური ოპერატორის შემოყვანაზე დაძალებით. კანონი არსებობს ვირტუალური ოპერატორის შემოყვანაზე, თუმცა არცერთს არ მოუმართია ამ წლების განმავლობაში,“- მიმართა ჯოხთაბერიძემ ბექაურს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system