თავში

ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოები ერთიანდება

ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოები ერთიანდება
ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოები ერთიანდება

ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოები ერთიანდება,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ მთავრობის დღევანდე სხდომაზე მიიღეს. ორი უწყების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება ერთიანი უწყება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იარსებებს.
“ჩვენი ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატზიაციას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროში ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყოს ამ სერვისებთ სარგებლობა, ეს სერვისი მოექცევა ერთ ქუდ ქვეშ. ჩვენი ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის ფუნქციებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ეს სერვისი უფრო მარტივად იქნება შეთავაზებული”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system