თავში

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზარს იკვლევს

​კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზარს იკვლევს
კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზარს იკვლევს

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის მოკვლევას განგრძობს. ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს გუშინ გამოქვეყნებულ 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში,.საქმე ისაა, რომ  სააგენტომ  ამ სფეროში კონკურენციის სააგენტომ დარღვევები რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა, რასაც მსხვილი ოპერატორების დაჯარიმება და ხანგრძლივი სასამართლო პროცესებიც მოჰყვა. ამჟამად კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ საწვავის ბაზარზე საბითუმო და საცალო მიმართულებებით კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია.

"2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია; 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა: 2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივ ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება ძირითადად აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორც მსხვილ, ასევე მცირე ქსელებზე. მცირე ქსელები ბევრად მოქნილად რეაგირებდნენ ფასების ცვლილებაზე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საწვავის მცირე მარაგებით. ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო საკმაოდ დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევდა. საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები ფასების ცვლილების ნაწილში პრაქტიკულად იდენტური იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან," - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში. 

მათივე განმარტებით, ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 60%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 40%-ის ფარგლებშია; 2015 წლის დასაწყისში, ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს კი მათი რიცხვი 1210-ს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system