თავში

კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

​კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა
კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ,,ჯი-თი მოტორსის“ მიერ შპს "ჯ.თ. მოტორსის" წინააღმდეგ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

როგორც report.ge-ს კონკურენციის სააგენტოში განუმარტეს, მოკვლევის პროცესში გაანალიზდა შესაბამისი ბაზარი, სადაც აღნიშნული ეკონომიკური აგენტები ოპერირებენ, ასევე მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურებისა და რეალიზებული პროდუქციის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია.

დარღვევის ფაქტი განხილულ იქნა ორი მიმართულებით: კერძოდ,საწარმოს რეგისტრაციისას სახელწოდების გამოყენება და ბაზარზე პროდუქციის/მომსახურების შეთავაზების მიზნით განხორციელებული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოძიებულ იქნა ეკონომიკური აგენტების მიერ ბაზარზე განხორციელებული აქტივობები, ოპერირების სტრატეგია და მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება - განხორციელებული ქმედებები არ შეიცავს საკმარის განმასხვავებელ ნიშნებს იმისათვის, რომ მომხმარებელმა ცალსახად შეძლოს კომპანიების გამიჯვნა.

მოკვლევის მიმდინარეობის პროცესშივე, ,,ჯ.თ. მოტორსის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა კონკურენციის კანონდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ყველა სადავო სარეკლამო რგოლი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონკურენციის კანონმდებლობასთან. შპს ,,ჯ.თ. მოტორსს“ დაევალა - სარეკლამო კომპანია სამომავლოდ აწარმოოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 2 მოკვლევა დაასრულა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა 1 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system