თავში

კონკურენტუნარიანობის რეიტინგის გაუმჯობესების ტემპით საქართველო მსოფლიოში პირველია

კონკურენტუნარიანობის რეიტინგის გაუმჯობესების ტემპით
კონკურენტუნარიანობის რეიტინგის გაუმჯობესების ტემპით საქართველო მსოფლიოში პირველია

კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა.

"ამ კვირაში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის - გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის შეფასებისას განაცხადა.

ინდექსის თანახმად, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„რეიტინგი კომპლექსურია და მთელ რიგ პარამეტრებს მოიცავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის ვართ და ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system