თავში

კოოპერატივებს მთავრობა მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს

კოოპერატივებს მთავრობა მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს
კოოპერატივებს მთავრობა მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს

"კოოპერატივებისთვის ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექნიკურ დახმარებაში, რაც პირდაპირ კავშირშია კოოპერატივების მდგრადობასთან," - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„კოოპერაცია ჩვენს პოლიტიკაში ახალი თემაა. ვიცით, რომ განსაკუთრებული შედეგები აქ შეიძლება ჯერ არ იყოს, მაგრამ საფუძველი ჩაყრილია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. შექმნილია რამდენიმე მსხვილი კოოპერაციული მეურნეობა, მათ შორის მეთხილეობის სექტორში ჩვენ ვხედავთ კოოპერაციის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას იმისთვის, რომ ეს იყოს წარმატებული და რამდენიმე წელში ჩვენ მსხვილი კოოპერატივები გვექნება სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში. ასევე, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი სხვა სექტორში, როგორიცაა მეფუტკრეობა, რძის მწარმოებელი კოოპერატივები. კოოპერატივების მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სტანდარტების არსებობა, მართვის ელემენტარული უნარ-ჩვევების ქონა და აქ კოოპერატივების დახმარებისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური საგრანტო დახმარება, იგივე ბუღალტრული თუ მმართველობითი საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების კუთხით. თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა“, - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system