თავში

კორონავირუსი ავიაბიზნესს 28 მილიარდის შემოსავალს აკარგვინებს

კორონავირუსი ავიაბიზნესს 28 მილიარდის შემოსავალს აკარგვინებს
კორონავირუსი ავიაბიზნესს 28 მილიარდის შემოსავალს აკარგვინებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტი გამოწვევებით იქნება სავსე, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ახალმა კორონავირუსმა გავლენა უკვე იქონია ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა თებერვლის ბოლოდან, რაც ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე მსოფლიოს მასშტაბით.

„საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 პროცენტი. წლიურმა დანაკლისმა კი, შესაძლოა 13 პროცენტს მიაღწიოს, რაც ჯამში საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს. საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში“, – განმარტავენ უწყებაში.

სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით,ადმინსიტრაცი სხვადასხვა მიმართულებით მარკეტინგული კამპანიების ინტენსივობა გაზრდას აპირებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში: სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებში, აეროპორტებში, საბაჟო-ტერმინალებსა და ა.შ. მკაცრად მოწმდება ქვეყანაში შემოსული როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქე; მიმდინარეობს მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში.

„ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველომ ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან პირდაპირი საჰარეო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system