თავში

კორონავირუსი და ეკონომიკა საქართველოში

კორონავირუსი და ეკონომიკა საქართველოში
კორონავირუსი და ეკონომიკა საქართველოში

გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მზაობა ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ 52 ქულით შეფასდა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საერთო მაჩვენებელს გაუტოლდა.

ამ შედეგით, საქართველომ ბიოლოგიური საფრთხეების მზაობის ინდექსით მსოფლიოს 195 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს იკავებს.

„გალტ ენდ თაგარტის“ (Galt & Taggart) კვლევით, ოქროს ფასი 2020 წლის დასაწყისიდან სტაბილურია, რადგან სანდო აქტივად მიიჩნევა. საქართველო ოქროს ექსპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ ფასის სტაბილურობა დადებითად აისახება. 

რაც შეეხება სპილენძს, მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე წლის დასაწყისიდან 20%-ით შემცირდა. ვინაიდან მსოფლიო მოთხოვნის ნახევარი ჩინეთზე მოდის.

შენელებული მშენებლობების ფონზე კი რკინაზე მოთხოვნა გლობალურად არის შემცირებული. თუმცა ფასი ჯერჯერობით სტაბილურია. საქართველო ფერო-შენედნობის ექსპორტიორი ქვეყანაა და ამას ექსპერტები დადებით ფაქტორად მიიჩნევენ.

რაც შეეხება ნავთობის ბაზარს, საქართველოში საწვავზე ფასი მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასის ვარდნის ფონზე შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system