თავში

კორონავირუსი და საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები

კორონავირუსი და საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები
კორონავირუსი და საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები

დასაქმების ბაზარი მოსალოდნელზე მეტეტად მდგრადია. დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის მეორე კვარტალში წ/წ 2%-ით შემცირდა. ხელფასის მიმღებთა პროცენტულად მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურების და HORECA სექტორში შეინიშნება.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

ორგანიზაციის ექსპერტები ელოდებიან, რომ სავალუტო ინტერვენციებით ეროვნული ბანკი გააგრძელებს მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაბალანსებას; მათივე განმარტებით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნების პრიორიტეტულობის პირობებში მოსალოდნელია, რომ ლარის ეფექტური და დოლარი/ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩება.

თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ წლის ბოლოსათვის ინფლაცია 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. მიუხედავად ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრი შემცირება არ არის მოსალოდნელი რადგან გაცვლითი კურსი კვლავ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფასების ზრდასთან მიმართებაში.

2020 წელს მშპ-ის ვარდნა 5.0/5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა ვირუსის მატების პირობებში, დამატებითი ფისკალური სტიმულის გარეშე, 2020 წლის ზრდა პროგნოზის ქვედა ზღვრისკენ იქნება გადახრილი. 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნება; ტურიზმის აღდგენამდე, ფისკალური ხარჯები ზრდის მთავარ ხელშემწყობად რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system