თავში

კორონავირუსი ეკონომიკურად საქართველოსაც უტევს

კორონავირუსი ეკონომიკურად საქართველოსაც უტევს
კორონავირუსი ეკონომიკურად საქართველოსაც უტევს

კორონავირუსის ეკონომიკურ რისკებზე REPORT.GE ვირუსის გავრეცელების პირველსავე დღეებიდან წერდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მწვანე ზონად რჩება, ვირუსი ჩვენ ისედაც მცირე ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს, - ასეთია ეკონომისტებისა და ფინანსისტების მოლოდინი უახლოესი 4-6 თვის მანძილზე. 

კორონავირისუს გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოში აკრძალულია ჩინური იმპორტი, რეექსპორტი, შეჩერებულია ავიამიმოსვლა, საჰაერო ფრენები შეჩერდა ირანთანაც, რაც სპეციალისტების შეფასებით დააზარალებს ტურიზმს და შეამცირებს შემოსავლებს საგარეო ვაჭრობიდან.

ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც. 

"მომდევნო მაგალითად 4 თვეში თუ საკითხი არ დასტაბილურდა. მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის ანალოგს თუ დავეყრდნობით (პოტენციური ზრდის დინამიკის გარეშე), შესაძლოა დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2253 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის. იგივე პირობით ირანთან მიმართებაში საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შესაძლოა 26-27 ათაში ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის დანაკლის ნიშნავს," - განმარტავს ჭარაია.

მისივე თქმით, ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის, მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ აშშ დოლარს.

"ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, თუმცა თუ 4 თვის შემოსავლებთან მიმართებაში შევხედავთ წინა წლის ანალოგების გამოყენებით, ტურიზმის სექტორში ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია. სამწუხაროდ ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის.იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან/და ირანის და საქართველოს რომელიმე საზიარო მეზობელი ქვეყანაც. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების შეზღუდვაც რისკ მთლიანად არ აგვარებს, მოკლედ, საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ," - ამბობს ექსპერტი.

შეგახსენებთ, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში გარდაცლილთა რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია.

9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი - 893 ია. 7 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, დავადებულთა რაოდენობა 231- ია. კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა ირანში. მსოფლიო მასშტაბით კი, კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრელებულია 27 626 ადამიანი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system