თავში

კორონავირუსი განქორწინებების რიცხვს გაზრდის

კორონავირუსი განქორწინებების რიცხვს გაზრდის
კორონავირუსი განქორწინებების რიცხვს გაზრდის

ამერიკელი იურისტების პროგნოზით, კორონავირუსის პანდემია განქორწინებების რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

Washingtonian-ის ცნობით, თვითიზოლაციისა და კარანტინის დროს ღალატის დამალვა უფრო რთული გახდა, რის გამოც იმატა დაძაბულობამ და კონფლიქტმა მეწყვილეებს შორის. 

იურისტ ტრეისი კოეტსის საკუთარი კლიენტების მონათხრობიდან გამომდინარე ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ისინი საყვარელ ადამიანებს ვეღარ ნახულობენ და დისტანციური ურთიერთობის შენარჩუნება მეუღლეების თვალწინ უწევთ.

როგორც იურისტი ჰიზერ ჰოსტეტერი ამბობს, მისი ერთ-ერთი კლიენტი ამტკიცებს, რომ ქმარმა ღალატის გადასაფარად კარანტინის გამოცხადების შემდეგ ტელეფონის დამალვა დაიწყო და ველოსიპედის ტარების მომიზეზებით ხანგრძლივი დროით გადის სახლიდან. 

იურისტი სენდი ეინი ყვება, რომ მას უკავშირდებიან კლიენტები, რომლებიც კარანტინის გამო სახლებში არიან გამოკეტილები და საყვარლებს ვერ ხვდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system