თავში

კორონავირუსი საქართველოს მანუფაქტურულ ჰაბად გადაქცევის შანსს აძლევს?

კორონავირუსი საქართველოს მანუფაქტურულ ჰაბად გადაქცევის შანსს აძლევს?
კორონავირუსი საქართველოს მანუფაქტურულ ჰაბად გადაქცევის შანსს აძლევს?

მაშინ როცა ბიზნესი მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსისგან მიღებულ ფინანსურ ზარალს ითვლის, სპეციალისტების მცირე ნაწილი იმედიანადაა. მათი თქმით, კორონავირუსის ზარალი დროებითია და საქართველოსთვის ის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანიც შეიძლება გახდეს და წაგება სოლიდურმა მოგებამ შეცვალოს. 

„დღეს უკვე ლაპარაკობენ ამერიკული კომპანიები, რომ ჩინეთიდან გამოიტანონ წარმოება და წაიღონ თავის ქვეყანაში ან, მაგალითად, სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მიმართულება მექსიკაა, იმიტომ რომ მეზობელია. მე ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ კარგად თუ მოვიქცევით და ჭკვიანურად თუ მოვიქცევით, შესაძლოა ეს ტრენდიც გამოვიყენოთ“, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელსაც ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი, საბანკო საქმის სპეციალისტი გიორგი ცუცქირიძეც, რომლის აზრით, წრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე მუშა ხელის ფასმა ჩინეთში აიწია. ამას დაემატა ისიც, რომ კომპანიებმა საგრძნობლად იზარალეს კორონავირუსის გამო. ექსპერტი იწმუნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორები საქართველოს ბიზნესკლიმატით, დაბალი გადასახადებით, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკითა და იაფი მუშახელით აუცილებლად დაინტერესდებიან. ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ კორონავირუსმა საქართველოს მანუფაქტურულ ჰაბად გადაქცევის შანსი მისცა. 

"ჩვენ გვეძლევა შანსი და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ კომპანიებს უკვე უკავშირდებიან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, რომლებიც აძლევენ მათ შეკვეთებს იმ პროდუქტზე რომელსაც ჩინეთში აწარმოებდნენ. რატომაც არა? ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრომის ხელშეკურლება , რომელიც საკმაოდ იაფს ხდის, სხვა ქვექნებთან შედარებით, აქ წარმოებული პროდუქტის შეტანას ევროპაში, ასევე ალბათ დაჩქარდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ხელმოწერა და ჩვენ გაგვეხსნება მეორე დიდი ბაზარი. იქაური საწარმოო სიმძლავრეები გადმოვა აქ და აქ წარმოებული პროდუქტით, შედარებით დაბალი თვითღირებულებით, მოხდება პროდუქციის ექსპორტი, - ეს მოცემულობა ნებისმიერ ბიზნესს დააინტერესებს," - ამბობს ეკონოემიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

ნიკოლოზ მჭედლიშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია კარგიცაა და ცუდიც.

"ჩინეთიდან ჩვენ გვყავდა ტურისტები, ეს პირდაპირი ზეგავლენაა კორონავირუსის ტურიზმზე. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა ტურიზმში, აღარავის სურს მოგზაურობა. ჩინეთთან გვაქვს ვაჭრობა, ექსპორტი გვაქვს. ღვინო, ექსპორტი და ტურიზმი რომ შევაჯამოთ, დაახლოებით 300 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ ჩინეთიდან. ცხადია, რომ ჩვენ იმდენს ვერარ გავყიდით და ეს არის ჩვენი ზარალი. მეორე მთავარი მიმართულება არის ირანი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა შარშანდელი ციფრები რომ მოვიშველიოთ ისევ, 177 მილიონი. ეს არის ტურიზმი და სასაქონლო ექსპორტი. აქედანაც ჩვენ უკვე ვკარგავთ, იმიტომ რომ სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია და საჰაერო მიმოსვლაც არის ჩაკეტილი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ცუდი ამბები აქედან“, - განაცხადა ექსპერტმა.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველომ და მსოფლიომ ეს კრიზისი უნდა გადააგოროს ერმანეთისადმი სოლიდარობით და არა მხოლოდ კომერციული ინტერესების ჭიდილით.

"რაც უფრო სოლიდარული იქნება საზოგადოება ასეთ დროს და რაც უფრო მეტად პასუხისმგებლიანი იქნება ბიზნესი, მით ნაკლები იქნება როგორც ფინანსური ისე ჯანმრთელობის ზარალი მთელს მსოფლიოში. პირბადეების გაძვირება, უკვე შემოტანილი მარაგების გაძვირება, პროდუქტის დატაცება, ეს ყველაფერი მხოლოდ დაგვაზარალებს. ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ასე ხდება მსოფლიოში სამწუხაროდ. ზოგ ქვეყანაში მტავრობამ ხელფაის არ აიღო მედპერსონალზე გადაანაწილა, ზოგანაც ბიზნესებმა თანხები ჩაურიცხეს სავადმყოფოებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ზუსტად ისე დაზარალდნენ, როგორც სხვა, კორეაში პური, პირბადეები და ანტისეპტიკები გააიაფეს. მოკლედ, ერთი რამ ცხადია, ამ დროს პირადი და მით უმეტეს კომერციული ინტერესები გვერდზე უნდა გადაიდოს და ერთად შევებრძოლოთ ამ კაცობრიობის მტერს," - განუცხადა ეკონომისტმა ტარიელ ხეთაგურმა report.ge-ს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93 160-ია. აქედან 10 000-ზე მეტი შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს 80 ქვეყანა ებრძვის. ჩინეთში კი საიდანაც ვირუსი გავრცელდა, დაინფიცირდა 119 და დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2652 მოქალაქე. მსოფლიო მასშტაბით 50 961 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათგან ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა და ხველა მხოლოდ ერთს აღენიშნება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 20-მდე პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რამდენიმე მათგანს მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები აღენიშნება. ექვს ახალ პაციენტს კი, კორონავირუსზე დღეს გამოიკვლევენ და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system