თავში

კორონავირუსის გამო ავტომობილებზე მოთხოვნის 25%-იან კლებას ვარაუდობენ

კორონავირუსის გამო ავტომობილებზე მოთხოვნის 25%-იან კლებას ვარაუდობენ
კორონავირუსის გამო ავტომობილებზე მოთხოვნის 25%-იან კლებას ვარაუდობენ

"ავტომობილებზე მოთხოვნა 25% შემცირდა ექსპორტის და ადგილობრივი მოთხოვნის შემცირების გამო," - ამის შესახებ ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში

მიმოხილვის მიხედვით, ავტომობილების შეჩერებული რეალიზაცია მაისიდან აღდგა.

სპეციალისტების შეფასებით, ლარის გაუფასურება და მოლოდინების გაუარესება მსუბუქი მანქანების გაყიდვების შემცირების დამატებითი ფაქტორებია.

"საექსპორტო ბაზრებზე (სომხეთი და აზერბაიჯანი დაახლოებით 70%) რეალური მშპ-ს 5-10%-ით კლებაა მოსალოდნელი,რასაც ერთვის სომხეთში ახალი საბაჟო რეგულაციები. ექსპორტის კლება (მარტი -37.5%წ.წ.)ადგილობრივ ავტოსერვისზეც უარყოფითად აისახება. ტექნიკის და სატვირთო მანქანების ადგილობრივი გაყიდვები შედარებით მდგრადობას შეინარჩუნებს მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული დანახარჯების ფონზე," - აღნიშნულია კვლევაში.

სპეციალისტების ვარაუდით, ავტოპარკში ძველი მანქანების სიჭარბის ფონზე, მაისიდან შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, უმეტესწილად აღდგება მოთხოვნა ავტოსერვისზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ავტომობილების რეექსპორტის 31%-ით კლება კრიზისმა და ომმა, ხოლო 2015 წელს 17%-იანი შემცირება ნავთობის ფასის განახევრებამ, საექსპორტო ბაზრებზე რეგულაციებმა და მარჯვენასაჭიანი მანქანებისიმპორტის გართულებამ გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system