თავში

კორონავირუსის გამო მილიარდერებმა 444 მლრდ დოლარით იზარალეს

კორონავირუსის გამო მილიარდერებმა 444 მლრდ დოლარით იზარალეს
კორონავირუსის გამო მილიარდერებმა 444 მლრდ დოლარით იზარალეს

წინა კვირას მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. მიზეზი კორონავირუსია, რომლის გამოც მსოფლიო საფონდო ბაზრებზე საბირჟო ინდექსები იმდენად დაეცა, რომ ბირჟები ჩამოშლის პირასაა. 

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა და ის კორონავირით დაზარალებულთა სიის ლიდერია. 

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა. 

9,1 მილიარდი იზარალა  LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ,.

9 მილიარდი დაკარგა Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, კარლოს სლიმი, - ეს იმ  მდიდარი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც კორონავირუსის ინფექცია ჯანმრთელობაზე არა მაგრამ ფინანსებზე უკვე იწვნიეს. 

კორონავირუსმა, იგივე Kovid 19-მა  ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. მას შემდეგ ჩინეთსა და მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 42 ადამიანი იმსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2912-მდე გაიზარდა. იზრდება კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების არეალიც. ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ჩეხეთში, შოტლანდიასა და დომინიკის რესპუბლიკაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიში ვირუსი დღეისათვის მსოფლიოს 67 ქვეყანაში ფიქსირდება.

ამ დროისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი პაციენტი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეს კი ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა, ხოლო ორი ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system