თავში

კორონავირუსის გამო სასტუმროების ბიზნესი ბანკროტის ზღვარზეა

კორონავირუსის გამო სასტუმროების ბიზნესი ბანკროტის ზღვარზეა
კორონავირუსის გამო სასტუმროების ბიზნესი ბანკროტის ზღვარზეა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მსჯელობენ.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია სერიოზული კრიზისის წინაშე დგას.  ყველაზე დიდი დარტყმა თბილისმა მიიღო, რადგან რეგიონების დიდ ნაწილში სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო და ეს მათ მდგომარეობას ამსუბუქებს.

"ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, ჯავშნების 80-90 პროცენტი ყველას გაუუქმდა მარტი-აპრილის თვეზე. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური თემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ახლა უნდა მოვიფიქროთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პერსონალი არ გავუშვათ სამსახურებიდან.კომუნალურები, გადავიხდით, თუ დაგვრჩება რამე თანხა, გავანაწილებთ ხელფასებზე, ზოგს შეიძლება, 100 ლარი შეხვდეს, ზოგს – 200 ლარი, ზოგს შესაძლოა, არაფერი შეხვდეს. თუმცა ამ წუთში ჩემი თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში არიან და ეს არის ჩვენთვის მართლაც ფორსმაჟორული მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რა ძნელია 250 ადამიანთან საუბარი, რომლებსაც ეუბნები, რომ ვერ გადაგიხდით ხელფასს და თუ გინდათ, იარეთ“, – აცხადებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე, რომელიც იმედოვნებს, რომ შეხვედრის მონაწილეები სამოქმედო გეგმაზე შეჯერდებიან.

პირველი თემა იქნება ბანკებთან ურთიერთობა, ყველაზე რთული ამ წუთას არის ბანკები, სესხები დაფარვა, არ ვიცი, როგორ და რა რესურსით დავფარავთ. შემდეგი იქნება ასევე ქონების გადასახადის გადახდა, აქაც არ ვიცით, რა იქნება და როგორ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

კორონავირუსმა, იგივე Kovid 19-მა ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. მას შემდეგ ჩინეთსა და მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიში ვირუსი დღეისათვის მსოფლიოს 67 ქვეყანაში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.

სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია - ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.

ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეს კი ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა, ხოლო ორი ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system