თავში

კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ყავის გაძვირება გამოიწვიოს

კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ყავის გაძვირება გამოიწვიოს
კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ყავის გაძვირება გამოიწვიოს

სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის ეპიდემიამ შესაძლოა ყავის დეფიციტი გამოიწვიოს. 

სპეციალისტების განმარტებით, პრობლემაა ყავის მოსავლის აღება, ანუ სამუშაო საათების შემცირების, ბანკების დახურვის, მუშების გადაადგილების სირთულისა და ინფიცირების შიშის გამო, ყავის მარცვლების შესაგროვებლად საკმარისი ადამიანი ვერ მოიძებნება. 

ბაზრის ანალიტიკოსები პროგნოზით ყავის დეფიციტი შესამჩნევი გახდება ბრაზილიასა და პერუში, სადაც არაბიკის მარცვლების 2/3-ს აწარმოებენ.

ცნობისთვის, ყავის მოსავლის აკრეფა მაისში უნდა დაიწყოს, მაგრამ მუშები პლანტაციებს ინფიცირების შიშითა და დაბალი ანაზღაურების გამო ტოვებენ. 

ექსპერტები ყავის გაძვირებას ვარაუდობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system