თავში

კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენები ჩინეთში British Airways-მაც შეწყვიტა

კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენები ჩინეთში
კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენები ჩინეთში British Airways-მაც შეწყვიტა

კორონავირუსის გამო British Airways-ი ჩინეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.

გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჩინეთში მოგზაურობაზე თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა.

ბრიტანეთი ჰუბეის პროვინციასა და ქალაქ უხანში მყოფი 300 ბრიტანელის ევაკუაციას გეგმავს.

შეგახსენებთ, ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია.

შეგახსნებეთ, ჩინეთს ამჟამად რთული პერიოდი უდგას. ქვეყანა ახალ კორონავირისს ებრძვის. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთაც. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system