თავში

კორონავირუსის შემდეგ მთავრობას ბრძოლა რეცესიასთან მოუწევს

კორონავირუსის შემდეგ მთავრობას ბრძოლა რეცესიასთან მოუწევს
კორონავირუსის შემდეგ მთავრობას ბრძოლა რეცესიასთან მოუწევს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება თითქმის დასრულებულია და ცხადია, რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, დასაზუსტებელი დარჩა მხოლოდ საგარეო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც საერთო პაკეტს შეკრავს.

„როცა ნომერ პირველი ამოცანა კორონავირუსი იყო, მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, სანამ მთავრობა იმ რესურსებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებოდა, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს, რათა რეცესიის შემცირების სტრატეგია მკაფიოდ შევიმუშაოთ. როგორც კი იმ ეტაპზე მივალთ, როცა ეს თანხა მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდება, ცხადია, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია უნდა აღდგეს და აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, რაც მიზნად ისახავს რეცესიის შემცირებას. რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ შეიძლება, რეცესიის წყარო აღმოიფხვრას. ამ წუთას, საერთო თანხის დასახელებას აფერხებს საერთაშორისო დახმარებების დაზუსტება. საგარეო დახმარებები უკვე გამოკვეთილია, რიცხვია დასაზუსტებელი. როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი რიცხვია. უკვე გათვლილია, სახელმწიფო ბიუჯეტს რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა, ესეც დანახულია, ერთადერთი დასაზუსტებელი რჩება საგარეო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც შეკრავს იმ საერთო პაკეტს, რომელსაც ინდუსტრიული პოლიტიკის გადახედვა და იმ ახალი ვალდებულებების შესრულება ჰქვია, რასაც მთავრობა თავის თავზე აიღებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატი განმარტავს, რომ ქვეყნის წინაშე ერთი ეტაპი იყო – ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, შემდეგ ეტაპი კი არის – რეცესიის შედეგების შემცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system