თავში

კორონავირუსით დაზარალებული წარმოება

კორონავირუსით დაზარალებული წარმოება
კორონავირუსით დაზარალებული წარმოება

ფუფუნების საგნებზე დიდი მოთხოვნაა აზიაში.

აზიის ბოლო ათწლეულებში ეკონომიკურმა ზრდამ ბევრი ახალგამდიდრებული ადამიანი წარმოშვა. ისინი არ მალავენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას და ითხოვენ ფუფუფნების საგნებს. ხოლო ევროპაში ცუდ ტონად ითვლება სიმდიდრის დემონსტრირება და ჭარბი მოხმარება, რის გამოც აქ ლუქს-საქონელი ნაკლებად იყიდება.

ანალიტიკური კომპანია Bain&Company-ს ინფორმაციით, პერსონალური ლუქს-საქონლის (ტანსაცმელი, ჩანთები, საათები, და სამკაულები) ბაზარზე ჩინეთის წილმა 2019 წელს 35%-ს მიაღწია. ამ პროდუქციის დიდი ნაწილის შეძენა მოგზაურობების დროს ხდება.

2019 წელს ლუქს-კლასის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა 310 მლნ. დოლარს მიაღწია. ამ ბაზრის 50%-ზე მეტი სწორედ აზიაზე მოდის. ამხელა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სრული დატვირთვით მუშაობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ჩანთების მწარმოებელი ქარხნები ჩინეთში, ბანგლადეშში, ვიეტნამში, კამბოჯაში.

კორონავირუსმა კი ახალი ეკონომიკური მოცემულობა შექმნა: ახალმა ჩინურმა ვირუსმა მწარმოებლების აქციები გააუფასურა. მილიონობით ჩინელი კარანტინშია, ბევრმა ჩინელმა გადაიფიქრა მოგზაურობაში წასვლა, გააუქმეს სასტუმროების ჯავშნები. ლუქს-ბრენდებმა კი საკუთარი მაღაზიები დახურეს. ჩინურ პლატფორმა WeChat-ზე მოვაჭრეები ფუფუნების საგნების ნაცვლად, დეზინფექციის საშუალებებს ყიდიან.

ეპიდემიები და ეკონომიკური კრიზისები, როგორც წესი, პირველ რიგში სწორედ ლუქს-საქონლის ბაზარს აზარალებენ. ინვესტორები იშორებენ და ყიდიან აქციებს, რის გამოც ფუფუნების საგნების მწარმოებლების აქციები 15%-ით გაიაფდა. არადა, კორონავირუსის გამოჩენამდე მათი აქციები პირიქით, სწრაფად ძვირდებოდა.  LVMH, Kering, Hermes, Moncler-ის კაპიტალიზაციამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, ხოლო LVMH-ს მფლობელი ბერნარ არნო გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. სულაც არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ კორონავისრუსმა ჩამოართვა არნოს უმდიდრესი ადამიანის წოდება.

ანალიტიკოსები დღევანდელ სიტუაციას 2003 წელს ადარებენ. მაშინ ჩინეთში ატიპიურმა პნევმონია გააქტიურდა. მაშინ, ანალიტიკოსების თქმით, ქვეყნებში, სადაც ეპიდემია მძვინვარებდა, ტურიზმი 80%-ით ჩამოიშალა, ხოლო ლუქს-გაყიდვები 10%-ით შემცირდა.

UBS პროგნოზირებს ლუქს-ბაზრის ვარდნას 2020 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში. ორგანიზაციის გათვლით, თუ ამ პერიოდში ვარდნა 20%-ის ფარგლებში იქნება, დარგის წლიური მოგება 15%-ით შემცირდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ძვირადღირებული საათების მწარმოებლები,(Swatch და Richemont) რომელთა გაყიდვების ნახევარი, 50%, ხოლო შემოსავლის 45% ჩინეთზე მოდის. ყველაზე მდგრადები იქნებიან LVMH (ძირითადი ბრენდები Louis Vuitton და Dior), Kering (ბრენდი Gucci) და Hermes - მათი დამოკიდებულება ჩინელ მომხმარებელზე შეადგენს 30-35%-ს.

Citi-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით მოსალოდნელ ზარალს შეამცირებს ინტერნეტ-გაყიდვების გააქტიურება და ხარჯების შემცირება, თუმცა, მათივე თქმით, ინტერნეტით იყიდება ფუფუნების საგნების მხოლოდ 12%. 

წყაროებიForbs foreignpolicy newsweek

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system