თავში

კორონავირუსმა "აჭარა ტექსტილი“ 2 კვირაში ნახევარი მილიონით აზარალა

კორონავირუსმა "აჭარა ტექსტილი“ 2 კვირაში ნახევარი მილიონით აზარალა
კორონავირუსმა აჭარა ტექსტილი“ 2 კვირაში ნახევარი მილიონით აზარალა

14 დღიანი პაუზის შემდეგ „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმომ მუშაობა განაახლა. საწარმოში მუშაობას მხოლოდ ის თანამშრომლები გააგრძელებენ, რომლებსაც განმეორებითი ტესტირების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

კომოანიის მენეჯმენტის განმარტებით, 2 კვირიანი პაუზით დაახლოებით 0.5 მილიონის ზარალი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ქობულეთის საწარმო თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო 26 სექტემბერს დაკეტა.

ცნობისთვის, „აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს. ის 3500 ადამიანს ასაქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system