თავში

კორონავირუსმა ბიძინა ივანიშვილიც დააზარალა

კორონავირუსმა ბიძინა ივანიშვილიც დააზარალა
კორონავირუსმა ბიძინა ივანიშვილიც დააზარალა

BLOOMBERG-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 180 მლნ დოლარით შემცირდა. 

თუ 23 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5.55 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, 1-ლი მარტის მდგომარეობით, ქართველი მილიარდერის ქონება 5.37 მლრდ დოლარს გაუტოლდა. 

ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.38 მილიონი უნცია ოქრო და 104 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0261%-ს. 

ცნობისთვის, 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 14 მილიარდ 212 მლნ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ქონება მთელი ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედს უტოლდება. 

მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 354-ე ადგილზეა. ის მილიარდერების რეიტინგში ერთადერთი ქართველია.

ცნობისთვის, მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, წინა კვირას მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. მიზეზი კორონავირუსია, რომლის გამოც მსოფლიო საფონდო ბაზრებზე საბირჟო ინდექსები იმდენად დაეცა, რომ ბირჟები ჩამოშლის პირასაა.

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა და ის კორონავირით დაზარალებულთა სიის ლიდერია.

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა.

9,1 მილიარდი იზარალა LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ,.

9 მილიარდი დაკარგა Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system