თავში

ქორწინების ბეჭდის ფასი გაორმაგდა

ქორწინების ბეჭდის ფასი გაორმაგდა
ქორწინების ბეჭდის ფასი გაორმაგდა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა. როგორც გეოლოგიურ მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე report.ge-თან ამბობს, მაღალი, 999 სინჯის, დაახლოებით 10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ფასმა 2000 ლარს მიაღწია, ხოლო შედარებით ნაკლების სინჯის ამავე მოცულობის ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 1800 ლარს  შეადგენს, როცა 1 წლის წინ ფასი 50%-ით ნაკლები იყო.

,,ოქროს ქართული ბაზარი მთლიანად საერთაშორისო ტენდენციაზეა დამოკიდებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ოქროს ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, რომელიც შიდა ბაზარს გააკონტროლებს. მთლიანად მიბმული ვართ გლობალურ ბაზარზე და ამიტომ ოქრო ძვირდება აქაც, მაღალი სინჯის, 1 გრამი ოქროს ფასი 200 ლარს მიუხლოვდა. შედარებით ნაკლები, 958 სინჯის ოქროს ფასი 186 ლარია. ძალიან მაღალი ფასია და არ შეიძლება, ეს ტენდენცია არ შეიცვალოს. ალბათ, თებერვლის ბოლოს ბაზარი უფრო სტაბილური გახდება. გლობალურ ბაზრებს ვგულისხმობ, რაღაც ზღვარი არსებობს, რომლის იქით, მსყიდვილებითი უნარი ვეღარ გაიზრდება და ფასიც თანდათან კლებისკენ წამოვა", - ამბობს ნოდარ ფოფორაძე. 

შეგახსენებთ, რომ აქორწინო ბეჭდების გაძვირების შესახებ ცოტა ხნის წინ იუწყებოდა საქსტატიც, რომლის მონაცემითაც, ჯერ კიდევ ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასი  41.3 %-ით იყო გაზრდილი. 

2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

ნოემბერში ოქროს საერთაშორისო ფასი უნციაზე 1,777 აშშ დოლარს შეადგენდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system