თავში

ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა

ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა
ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა. როგორც საქსტატის დღეს განახლებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.3 %-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, ნოემბერში მსოფლიოში ოქრო გაიაფდა, თუმცა ოქროს ადგილობრივ ბაზარზე ფასის კლება ნაკლებად შეინიშნება. 

ნოემბერში ოქროს საერთაშორისო ფასი 5.4%-ით შემცირდა და უნციაზე 1,777 აშშ დოლარამდე დავარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system