თავში

კორუფციის კონტროლით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

კორუფციის კონტროლით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
კორუფციის კონტროლით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველო, სარეიტინგო ქულით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს: ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვის, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მონაცემი მხოლოდ ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს.

უწყების განმარტებით, "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს, რომელთა შორის აღსანიშნავია საერთაშორისო გამჭვირვალობის სპეციალური კვლევა „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ (Global Corruption Barometer), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ (Open Budget Index), მსოფლიო მართლმსაჯულების „კანონის უზენაესობის ინდექსი“ (Rule of Law Index), Freedom House-ს ანგარიში და სხვ.

აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system