თავში

კოსმოსში გამგზავრების მსურველები სპეციალურ მოდურ ტანსაცმელს მოირგებენ

კოსმოსში გამგზავრების მსურველები სპეციალურ მოდურ ტანსაცმელს მოირგებენ
კოსმოსში გამგზავრების მსურველები სპეციალურ მოდურ ტანსაცმელს მოირგებენ

Virgin Galactic-ის დამაარსებელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა, კოსმოსში მოგზაურების მსურველთათვის სპეციალური ტანსაცმელი წარადგინა, რომელსაც ამერიკული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Under Armor- შეკერავს. 

"ეს პირველი კოლექციაა, რომელიც სპეციალურად შექმნილია "კერძო ასტრონავტებისთვის"’’,- აღნიშნულია Virgin Galactic-ის განცხადებაში.

"კოსმოსური ტანსაცმლის სისტემა შედგება ძირითადი კომპლექტისგან, კოსმოსური კოსტიუმებისგან, ფეხსაცმლისგან, სავარჯიშო კოსტიუმისა და ასტრონავტების ქურთუკისგან", - განმარტეს Virgin Galactic– ში.

კომპანია ასევე მიუთითებს, რომ კოლექციის შემუშავებაში ექიმები, ასტრონავტების ინსტრუქტორები, მფრინავები და ინჟინრებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ტანსაცმელი ინდივიდუალურად შეიკერება და მასზე იმ ქვეყნის დროშა იქნება გამოსახული, რომლიდანაც ტურისტია.

Virgin Galactic-ი 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პიონერია კოსმოსური ტურიზმის სფეროში. კომპანიამ უკვე გაყიდა ორბიტალური ფრენის ბილეთები 603 მომხმარებელზე, ერთი ბილეთის ფასი 250 000 დოლარია. Virgin Galactic-ი კოსმოსში პირველ ტურისტულ ფრენას 2020 წელს გეგმავს. ტურისტები იქ 10 წუთს გაატარებენ, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. Virgin Galactic-ი ამ დროისთვის პროექტის ბოლო ეტაპზეა, უკვე ჩატარდა ორი საცდელი ფრენა, რომლებიც წარმატებით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic-ის მთავარი კონკურენტები არიან: Blue Origin, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის და SpaceX-ის დამფუძნებელი მილიარდერი ილონ მასკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system