თავში

კოსოვოში კრიპტომაინინგი აიკრძალა

კოსოვოში კრიპტომაინინგი აიკრძალა
კოსოვოში კრიპტომაინინგი აიკრძალა

კოსოვოს მთავრობამ, ენერგეტიკული კრიზისის გამო, კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას.

ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გათიშვისა და იმპორტის მაღალი ფასების გამო, გასულ თვეში მთავრობა იძულებული გახდა, ელექტროენერგიის გათიშვები დაეწყო. 

ცნობისთვის, წელს უკვე მეორედ, ირანმა ენერგოსისტემების დატვირთვის შესამცირებლად კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა. 

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ინდოეთი გეგმავს აკრძალოს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. აღნიშნულ საკითხს ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system