თავში

კოვზანაძე ეკონომიკის -4%-დან -5%-ის ფარგლებში ვარდნას ვარაუდობს

კოვზანაძე ეკონომიკის -4%-დან -5%-ის ფარგლებში ვარდნას ვარაუდობს
კოვზანაძე ეკონომიკის -4%-დან -5%-ის ფარგლებში ვარდნას ვარაუდობს

„პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შეცვლილი მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია. ეკონომიკის ვარდნის ტემპი ივლისში აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს იყო წინა პერიოდში. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი -4 დან -5 % ფარგლებში იქნება“, -ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის პროგნოზი.

მისი თქმით, თუ პანდემიის მეორე ტალღა არ გვექნა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, მშპ-ს შემცირება -4 დან -5 % ფარგლებში იქნება.

„ივლისში საქართველოს ეკონომიკა -5.5 % შემცირდა, როგორც იცით, ბიუჯეტში ჩადებულია მშპ-ს 4 %-იანი შემცირება. ასიგნებები 15,9 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენ მთვარობას მივეცით თანხმობა ბიუჯეტის დეფიციტი 8.5 % მდე გაზრდილიყო. თუ პანდემიის მეორე ტალღა არ გვექნა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, მშპ-ს შემცირება -4 დან -5 % ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც შეაფასა.

მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია „S&P“, და ასევე Fitch Rating-ს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და გზავნილი ინვესტორებისთვის.

„ეს არის დადასტურება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისა და გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკურ წონასწორობას ინარჩუნებს, რაც განპირობებულია იმ ფუნდამენტური რეფორმებით, რაც წლების განმავლობაში მთვარობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელა. მათ შორის არის: მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ და სხვა“ - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system