თავში

"კრედო ბანკი" "ფინკა ბანკს" ყიდულობს

"კრედო ბანკი" "ფინკა ბანკს" ყიდულობს
კრედო ბანკი ფინკა ბანკს ყიდულობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "კრედო ბანკი" "ფინკა ბანკის" ყიდვას გეგმავს. როგორც სებ-ში აცხადებენ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ტრანზაქციის შეფასების შესახებ.

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ამავე ცვლილებებით განისაზღვრა ეროვნული ბანკის ვალდებულება 2021 წლის პირველ ივნისამდე შეემუშავებინა კონკურენციის პოლიტიკა მის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა აქტები, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს კონცენტრაციაზე (როცა ერთი რეგულირებული პირის მიერ ხდება მეორე რეგულირებული პირის შეძენა) მიღებული განაცხადების, ასევე ასეთი ტრანზაქციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობაზე ან კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით) ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

ამჯერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკის" მომართვის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინონ 2021 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

აქვე გაცნობებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში",- აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system