თავში

კრემლი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობს

კრემლი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობს
კრემლი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობს

კრემლში იმედს გამოთქვამენ, რომ შესაძლებელი იქნება ყველა პირობის შექმნა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებისთვის. ამის შესახებ, რუსულ გამოცემა ინტერფაქსს,  ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. პესკოვმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები საქართველოსთან  ნორმალიზდება.  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთს და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას დასჭირდება მინიმუმ 1 თვე - იუწყება „ინტერფაქსი“ . სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროცესი რამდენიმე პროცედურების შესრულებას მოითხოვს. პირველ რიგში, ამის თაობაზე ბრძანება რუსეთის მთავრობამ, ტრანსპორტის სამინისტრომ და რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა უნდა მიიღოს. ამის შემდეგ ავიაკომპანიებს მოუწევთ 1-2 კვირის მანძილზე თავიანთი განრიგების გადახედვა, და თვითმფრინავების გამოყოფა ახალი რეისებისთვის.შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება ავიამიმოსვლის თაობაზე დღესვე იქნება მიღებული, ფრენების აღდგენა უკვე ნოემბრის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. თუმცა, პესკოვის განცხადებით , ამ ეტაპზე გაურკვეველია, იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული და თუ იქნება - როდის. ჯერ კიდევ აგვისტოში, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის თავჯდომარემ იური ბარზიკინმა განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობები არ არსებობს და არც არის მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system