თავში

კრიპტოვალუტის მაინერები ჩინეთიდან აშშ-ში გადავიდნენ

კრიპტოვალუტის მაინერები ჩინეთიდან აშშ-ში გადავიდნენ
კრიპტოვალუტის მაინერები ჩინეთიდან აშშ-ში გადავიდნენ

აგვისტოს ბოლოს შეერთებული შტატები კრიპტოვალუტის მაინერების ახალი თავშესაფარი გახდა. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის მონაცემებით, ბიტკოინის მაინინგის 35.4% ახლა აშშ-შია თავმოყრილი, რაც 428%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ასეთი ცვლილებები დაკავშირებულია ჩინეთის პოლიტიკასთან, სადაც კრიპტოვალუტის მოპოვება და მათთან ყველა ოპერაცია კანონით აიკრძალა. ჩინეთის წილი, რომელიც აკონტროლებდა ბაზრის 67%-ს 2020 წლის სექტემბერში, ნულამდე დაეცა. კრიპტოვალუტის მაინერებმა  ჩინეთის დატოვება და ახალი თავშესაფრის ძიება დაიწყეს. ისინი ირჩევენ ადგილებს, რომლებიც იაფი ენერგიის წყაროებით გამოირჩევა.

ბიტკოინის მოპოვების გლობალურ ბაზარზე ყაზახეთის წილი 18,1%-მდე გაიზარდა. ეს მიეწერება ყაზახეთში მდებარე ნახშირის მაღაროებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იაფ ენერგიას. მესამე ადგილზეა - რუსეთი (11.2%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system