თავში

კრიზისი გაყინული ხორცის ბიზნესში

კრიზისი გაყინული ხორცის ბიზნესში
კრიზისი  გაყინული ხორცის ბიზნესში

კორონავირუსის გამო გაყინული ხორცის ბიზნესი ,,ჩავარდა". იმპორტიორების ინფორმაციით, პროდუქტის შემოტანა შეაჩერეს, რადგან ადგილზე რეალიზაციის პრობლემაა. იმპორტიორი კახა ჩაჩავა ამბობს, რომ ბიზნესზე მძიმე გავლენა სასტუმროების, კაფე-ბარებისა და რესტორნების დახურვამ მოახდინა, რადგან პროდუქტის მომხმარებელი ძირითადად ეს სეგმენტი იყო. 

პრობლემა განსაკუთრებით ღორის გაყინულ ხორცს შეეხო, კომპანიებში ამბობენ, რომ 1 ტ. გაყინული ხორცის ფასი ფასი დაახლოებით 2500 დოლარის ფარგლებშია. ადგილზე კი 1 კგ. პროდუქტი 10 ლარი ღირს, მაგრამ რეალიზაცია თითქმის აღარ არის, რაც ბიზნესს დიდ საფრთხეს უქმნის.

როგორც იმპორტიორი კახა ჩაჩავა აცხადებს, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ არ იციან, რამდენ ხანს გასტანს ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო ვითარება ქვეყანაში.

,,გაყიდვა იმდენად შემცირდა, რომ ღორის ხორცის შემოტანას უკვე არც ვცდილობთ. ყველაფერმა იქონია გავლენა, ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებით იმან, რომ სწრაფი კვების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები არ მუშაობენ. დღესდღეობით ღორის ხორცი 99% შემოდის ბრაზილიიდან, პირადად ჩვენ, რამდენიმე წელია უკვე, ჩინეთიდან ეს პროდუქტი არ შემოგვიტანია. დღეის მდგომარეობით, მართალია, იმპორტი არ გვეზღუდება, მაგრამ ბაზარზე მყიდველის პრობლემაა. ხალხი სახლში ზის, ფული შემოელია, რის გამოც მსყიდვითუნარიანობა მკვეთრად შემცირებულია. მოლოდინიც გაურკვეველია, რა იქნება  ხვალ, არავინ იცის, არაპროზგნოზირებადია სიტუაცია. ისიც კი გაუგებარია, სახელმწიფო ბიზნესს რაში დაეხმარება. მთავრობის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი უნდა გვიჭირდეს, მაგრამ რა დახმარებას აღმოუჩენენ ბიზნესს, კაციშვილი ამაზე არ საუბრობს, საქმეს ვერ ვხედავ, ", - ამბობს კახა ჩაჩავა.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სახლში დარჩა და სიტუაციის გამოსწორებას უცდის.

,,ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რადგან ვერ ვმუშაობთ, იმპორტიც და ადგილობრივ ბაზარზეც რეალიზაცია გაჩერებულია. უმძიმესი სიტუაციაა, არაფერი მუშაობს. 4 დღეა, სახლიდან არ გავსულვარ. იმის მაგივრად, რომ შეღავათი გაგვიწიონ, ბანკებმა პროცენტები ასწიეს. როგორ უნდა იმუშაო, როცა მომხმარებელი არ გყავს და ვერაფერს ყიდი, წარმოუდგენლად გვიჭირს", - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში, ჩვეულებრივ პირობებში,  55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს. აქედან, ნახევარზე მეტი იმპორტირებული პროდუქტია, რომლის წილი ადგილობრივ წარმოებაში უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system