თავში

კრიზისი კომერციულ ბანკებსაც აზარალებს

კრიზისი კომერციულ ბანკებსაც აზარალებს
კრიზისი კომერციულ ბანკებსაც აზარალებს

ეპიდემიის გამო ბიზნესში შექმნილი სიტუაცია საბანკო სექტორისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა report.ge-თან აღნიშნავს, ქვეყანაში გადახდისუნარიანობა მკვეთრად შემცირებულია, რაც კომერციული ბანკების საქმიანოაბზე ნეგატიურად აისახება და მათ ზარალს ზრდის. ელიავას ვარაუდით, ტენდენცია, სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ ეკონომიკაში გაჯანსაღების პროცესი დაიწყება.

,,საბანკო სექტორში არსებული სიტუაცია ძალიან წააგავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო შექმნილ მდგომარეობას, როცა ქვეყანაში სერიოზული საბანკო კრიზისი იყო. დღეს პრობლემა წმინდა ეკონომიკური ფაქტორით არის  გამოწვეული. ეროვნულმა ბანკმა მიიღო გარკვეული ზომები  იმისთვის, რომ ბანკების ფინანსური მდგომარეობა შეემსუბუქებინა და მეტნაკლებად გაემყარებინა მათი სტაბილურობა. თუმცა გაგრძელებადი ეკონომიკური კრიზისი ჯერჯერობით ისევ არყევს საბანკო სექტორის მდგრადობას და ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყანა ეკონომიკურ აღმასვლას არ დაიწყებს. დღესდღეობით კომერციულ ბანკებში არსებული სიტუაცია ბუნებრივი გამოძახილია იმ ეკონომიკური პრობლემებისა, რაც საქართველოშია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოსახლეობისდა ასევე ბიზნესის გადახდისუნარიანობა. მძიმე სიტუაციაში, ფაქტობრივად გადარჩენის პრობლემის გადაწყვეტის წინაშე არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და უჭირთ თავიანთი საბანკო ვალდებულებების მომსახურება, რაც ბანკების ფინანსურ შედეგზე მყისიერად აისახება. ტენდენცია, სულ ცოტა, რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება, სანამ მთავრობა არ იპოვის გამოსავალს ამ მძიმე სიტუაციიდან. ცხადია, ეკონომიკა თუ არ ამუშავდება და არ დაუბრუნდება კრიზისამდელ დონეს მაინც, ამ პრობლემას საბანკო სექტორიც გაიზიარებს, რაც ბუნებრივია", - ამბობს ლია ელიავა. 

მისი თქმით, სექტორი დღესაც დაძაბულ რეჟიმში არიან იმის მიუხედავად, რომ სებ-მა ბანკებს მოთხოვნები შეურბილა და მეტ ფულს უტოვებს საოპერაციოდ, თუმცა ჯერჯერობით ვერც ეს იძლევა საფუძველს, დარგი გამოიყურებოდეს ისე მდგრადად, როგორც covid-19-მდე იყო.

როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 86 მილიონი ლარით იზარალეს. არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მიერ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის გადატანაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს სექტორი გასულ წლებში არსებულ მოგების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system