თავში

კრიზისიდან გამოსვლის რა გეგმა აქვს ღარიბაშვილის მთავრობას

კრიზისიდან გამოსვლის რა გეგმა აქვს ღარიბაშვილის მთავრობას
კრიზისიდან გამოსვლის რა გეგმა აქვს ღარიბაშვილის მთავრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ხედვა აქვს. როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს გაფართოებული სამთავრობო პროგრამის"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის" პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს გეგმა იქნება წინაპირობა, რომ მოსახლეობამ დაძლიოს კრიზისი და ბიზნესი/ეკონომიკა ამუშავდეს.

„კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს ხედვა არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გავააქტიუროთ ვაქცინაცია, ეს იქნება წინაპირობა, რომ მოსახლეობა გამოვიდეს და ბიზნესი/ეკონომიკა ამუშავდეს. მეორე გამოსავალი კი არის კოორდინაცია ჩვენს (მთავრობასა და ბიზნესს) შორის“, - აცხადებს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებისთვის შექმნილია განვითარების საბჭო და მომავალი კვირიდან მთავრობა სამუშაო ჯგუფებში ბიზნესმენებს შეხვდება რომ გეგმის დადება მაისის ბოლომდე მოეწროს. მთავრობის მეთაურის ინფორმახციით, 10-წლიანი ეკონომიკური გეგმა სექტორების მიხედვით გაიწერება

ცნობისთვის, ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებასაც ითხოვს, მთავრობა კი გრძელვადიანი ეკონომიკის განვითარების ერთგვარ გზამკვლევს ქმნის. საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. ეკონომიკის სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნა 4 მარტს დააანონსა. მთავრობის მეთაურის პროგნოზით, ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმა 100 დღეში მომზადდებოდა, ანუ გრძელვადიანი გეგმა მაისის ბოლომდე უნდა დაიდოს.

გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმას ეჭვის თვალით უყურებს ექსპერტების ნაწილიც და მასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system