თავში

კრიზისმა ყველაზე მეტად კომერციული უძრავი ქონების ბაზარი დააზარალა

კრიზისმა ყველაზე მეტად კომერციული უძრავი ქონების ბაზარი დააზარალა
კრიზისმა ყველაზე მეტად კომერციული უძრავი ქონების ბაზარი დააზარალა

უძრავი ქონების ბაზარზე covid-19-ის გავლენა ყველაზე მეტად კომერციული ფართების ბიზნესს დაეტყო. ,,არსის" გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის შეფასებით, იჯარის ფასი მცირდება, რამაც ნეგატიური გავლენა კომერციული ფართების როგორც გაყიდვის, ასევე გაქირავების მხრივაც ჰპოვა. მისი თქმით, სანამ სტაბილურობა არ გაჩნდება, კლების ტენდენცია გაგრძელდება.

,,კომერციული, საოფისე მიმართულება გააგრძელებს კლებას, ამ დარგს ვირუსმა მძიმე დაღი დაასვა. როგორც წესი, მომხმარებელი ყიდულობს ფართს რომ შემდეგში გააქირავოს ან ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენოს. ამის პირობები დღეს არ არის, ამიტომ მოთხოვნაც დაეცა. იჯარის ფასი საკმაოდ შემცირდა და ეს პირდაპირ აისახება კომერციული ფართების გასაყიდ ფასზეც, სადაც ასევე კლებაა. თუმცა, ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რომ სპეკულაციური დაინტერესება მოხდეს და გაიაფებული ფართები სპეციალურად იყიდონ იმ მიზნით, რომ მომავალში მაღალი მოგებით გაყიდონ. ნებისმიერ სიტუაციაში, იმისთვის, რომ კომერციულ ფართზე მოთხოვნა გაჩნდეს, საჭიროა სტაბილურობა და მომავლის ხედვა, რომ პრობლემა არ იქნება, დღეს ამას ვერავინ იტყვის", - ამბობს report.ge-თან ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, კომერციული უძრავი ქონების მოცულობა მცირდება. კერძოდ, "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კომერციული უძრავი ქონება 2020 წელს კლება დოლარში დაახლოებით 20-25%, ხოლო 2021 წელს დაახლოებით 10%-ით შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ეპიდ-სიტუაციის გართულებასთან ერთად, სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში სავაჭრო ცენტრებში მობილობის კლება ფიქსირდება, ხოლო ოფისში მობილობის კლება ამ დროისათვის წლიურად დაახ. 20-25%- ის ფარგლებში შეჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system