თავში

კუბის ბანკები 21 ივნისიდან დოლარის მიღებას წყვეტენ

​კუბის ბანკები 21 ივნისიდან დოლარის მიღებას წყვეტენ
კუბის ბანკები 21 ივნისიდან დოლარის მიღებას წყვეტენ

კუბის ბანკები 21 ივნისიდან  ნაღდი ანგარიშსწორებისას აშშ დოლარს აღარ მიიღებენ. შესაბამის განცხადებას კუბის ცენტრალური ბანკი აქვეყნებს.

”იმ დაბრკოლებების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშვა შეერთებული შტატების ეკონომიკური ბლოკადის შედეგად, გადაწყდა, რომ დროებით დოლარის ბანკნოტების მიღება შეწყდეს",  - ნათქვამია განცხადებაში. 

1994 წლიდან კუბას აქვს ორი ოფიციალური ვალუტა - კუბური პესო და კუბური კონვერტირებადი პესო, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ დოლარის ჩანაცვლებას. 

კონვერტირებადი პესოს ამჟამინდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი მოქალაქეებისთვის არის 1$  ან 24 კუბური პესო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system