თავში

კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგებაზე 16 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგებაზე 16 მილიონი ლარი დაიხარჯება
კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგებაზე 16 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგებაზე 16 მილიონი ლარი დაიხარჯება.  ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება. რეგიონში პირველად შენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. გამწმენდი ნაგებობა ევროსტანდარტების შესაბამისად შენდება და  ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს.

"წყალმომარაგების კომპანიამ აბასთუმანში უკვე დაასრულა წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა. პროექტების განხორციელების შედეგად კურორტზე სრულად მოწესრიგდება წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურა. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯამურად დაახლოებით 16 მილიონი ლარი მოხმარდება," - განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი 2021 წლის დასაწყისში გამოაცხადა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ამბობდა, რომ აბასთუმანი სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება.

კურორტ აბასთუმნის 24 სთ-იანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 15 მილიონ ლარამდე გამოყო.

დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს. აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა, განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა, დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, რაც ამ რეგიონის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვის გარანტია, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია,

შეგახსენებთ, უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი და კურორტის ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას, თქმით, 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system