თავში

კურორტ წყალტუბოს სივრცითი მოწყობის კონცეფცია მუშავდება

კურორტ წყალტუბოს სივრცითი მოწყობის კონცეფცია მუშავდება
კურორტ წყალტუბოს სივრცითი მოწყობის კონცეფცია მუშავდება

კურორტ წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით სივრცითი მოწყობის კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპონენტი.

„წყალტუბოსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, რაც სივრცით მოწყობას ეხება. საუბარია სივრცით მოწყობაზე, სადაც მძლავრადაა წარმოდგენილი როგორც ეკონომიკური კომპონენტი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპონენტი. ამ შემთხვევაში ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმ ბალანსის დაცვა, რომელიც ყველა ამ კომპონენტის შენარჩუნებასთან ერთად მოგვცემს იმ ახალ შესაძლებლობას, რასაც კურორტი ითვალისწინებს. ეს ერთ დღეში არ ხდება და არც არავის უთქვამს, რომ ერთ დღეში მოხდებოდა. შესაბამისად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს პროექტი და მიმდინარეობს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სატენდერო პირობებით იყო გათვალიწინებული“,- განაცხადა ქარსელაძემ.

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა  კომპანია „ბაუ დიზაინმა“, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება.  გენგეგმით განისაზღვრა ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ბაუდიზაინი“, შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“.

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.

ევროკავშირი წყალტუბოში 20 პროექტს დააფინანსებს. შერჩეულ პროექტებ შორის 14 პროექტი სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სფეროდანაა, 5 საჯარო სექტორიდან, ხოლო 1 სათემო ინიციატივაა.

2021 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 53 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედება.

წყალტუბოს ეკოლოგიაზე 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ხოლო წყალმომარაგებას 7 მილიონი მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system