თავში

კუს ტბაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა

​კუს ტბაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხა
კუს ტბაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქანდაკების განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით,  წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  29 ათასი ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system