თავში

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება

მგზავრობის დრო საათით შემცირდება
ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი - აბასთუმნის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ75-კმ81) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მიწისა და გეოდეზიური სამუშაოები ხორციელდება.  სამუშაოების ღირებულება 12 888 888 ლარია. ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგძე 61,5 კმ-ია. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system