თავში

ქუთაისის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნათია თურნავა გაეცნო

ქუთაისის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნათია თურნავა გაეცნო
ქუთაისის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნათია თურნავა გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.

"2 თვეში ჩაგვბარდება გაფართოებული საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა", - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1 200 მგზავრს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აეროპორტში დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system