თავში

ქუთაისის აეროპორტის ტურისტულ ჰაბად გადაქცევა იგეგმება

ქუთაისის აეროპორტის ტურისტულ ჰაბად გადაქცევა იგეგმება
ქუთაისის აეროპორტის ტურისტულ ჰაბად გადაქცევა იგეგმება

"ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუშინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, USAID-ის პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. 

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ქუთაისის აეროპორტში შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდებს და სახელმწიფო ჩაიბარებს გაფართოებულ საერთაშორისო აეროპორტს, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. განახლებული აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1 200 მგზავრს. აეროპორტში დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system