თავში

ქუთაისის აეროპორტს რუსული ავიასანქციები, ფაქტობრივად, არ შეხებია

ქუთაისის აეროპორტს რუსული ავიასანქციები, ფაქტობრივად, არ შეხებია
ქუთაისის აეროპორტს რუსული ავიასანქციები, ფაქტობრივად, არ შეხებია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,555,673 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44% გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40% მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).

2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა. რაც 13 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი).

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12 % ზრდის მოლოდინი იყო, ბათუმის აეროპორტში კი 15 %-იანი ზრდის. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია. რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია ,,ურალი“ დაფრინავდა," - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system