თავში

ქუთაისის აეროპორტში შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს

ქუთაისის აეროპორტში შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს
ქუთაისის აეროპორტში შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა შესაძლებლობაც არის და რისკიც," – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

ფრანგი დიპლომატი ევროკავშირის, მიგრაციის ოფისისა და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა.

დიეგო კალასის თქმით, ეს არის ქუთაისის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა. დიპლომატმა რისკის პრევენციისთვის კი ადგილობრივ ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრება ურჩია.

უთაისში სტუმრობის დროს საზღვრისა და მიგრაციის საკითხების განხილვის გარდა, ფრანგული ინვესტიციით აშენებულ ქარხანას დავათვალიერებ, ვეწვევი უნივერსიტეტებსა და სკოლებს. ასე რომ, ეს არის ქუთაისის განვითარება და აეროპორტის განვითარება ამის გაკეთების შესაძლებლობაა, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ თუ ეს აეროპორტი განვითარდება, უნდა იყოს სათანადო შესაძლებლობა, დაწესდეს შესაბამისი კონტროლი. სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო პოლიციის პარტნიორებთან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დიდი დელეგაციაა. ყველა ეს ადამიანი ერთად მუშაობს ეფექტიანი კონტროლის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს დიეგო კოლასი.

შეგახსენებთ, ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა. საბჭოს მონაცემებით, შარშან ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 პროცენტით მოიმატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system