თავში

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს "ინჟმშენი 96“ ააშენებს

​ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს "ინჟმშენი 96“ ააშენებს
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს ინჟმშენი 96“ ააშენებს

კოპიტნარის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში "ინჟმშენი 96-მა“ გაიმარჯვა. კომპანიამ „საქართველოს რკინიგზას“ ამ სამუშაოების 1.23 მლნ ლარად შესრულება შესთავაზა. ამ ფასად ძველი რკინიგზის სადგურის შენობის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის. კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაუკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს უფასოდ ე.წ შატლები გადიყვანენ.

სატენდერო პირობების თანახმად, შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვისაც. ბაქანი #2-ი უნდა ამაღლდეს, კიბისა და პანდუსის მონტაჟის გათვალისწინებით. ბაქან #2-ზე კი უნდა მოეწყოს მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და ნავესებით. ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფრმაციო დაფები (ტაბლოები).

დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოებაც. ხიდზე უნდა დამონტაჟდეს სამი ლიფტი, რომელიც მოემსახურება შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის. ადგილზე მოეწყობა ავტოსადგომიც.

მთავრობამ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი ერთი წლის წინ  დაამტკიცა

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო. ამ პრეზენტაციაზე აეროპორტის წინ თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა და ითქვა, რომ პროექტი 2018 წელის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ იქ საძირკვლის გათხრაც არავის დაუწყია. 2018 წლის გასული წლის მაისში კვირიკაშილმა პროექტის ვადა კიდევ 1 წლით გადასწია და დაგვიანება პროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავებით ახსნა. საქმე არც ამის შემდეგ დაძრულა. 2019 წლის დასაწყოსში აეროპორტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივიდოდა. დღეს კი, 2020 წლის 28 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. დღეს მთავრობამ კოპიტნარის რკინიგზის პროექტი დაამტკიცა და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ის მალე განხორციელდება.

ცნობისთვის, მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტის გაფართოება და იგეგმება ქუთაისის აეროპორტის ტურისტულ ჰაბად გადაქცევა. 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ქუთაისის აეროპორტში შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები აპრილამდე უნდა დასრულდებს და სახელმწიფო ჩაიბარებს გაფართოებულ საერთაშორისო აეროპორტს, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. განახლებული აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1 200 მგზავრს. აეროპორტში დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. ასევე დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ტერმინალი გაერთიანდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system