თავში

ქუთაისის აეროპორტმა AirbusA321neo ავიახომალდი პირველად მიიღო

ქუთაისის აეროპორტმა AirbusA321neo ავიახომალდი პირველად მიიღო
ქუთაისის აეროპორტმა AirbusA321neo ავიახომალდი პირველად მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. პირველად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო AirbusA321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. 

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან report.ge-ს აცნობეს, მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. A321neo ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს - ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს. A321neo ავიახომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია დაახლოებით 50%-ით შეამციროს თვითმფრინავის ხმაური. ავიახომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მასშეუძლია საწვავის მოხმარება 16% - ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს. პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავას რეისები შესრულდა. აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება," - განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system